
სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
18/03/2025 13:49:40 საზოგადოება
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის აქციების მედროშის თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს სააპელაციო სასამართლო, ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა დაიწყება.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში მოათავსეს.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. ქათამაძემ 48 დღიანი შიმშილობა 5 მარტს შეწყვიტა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021