
პუტინთან საუბრამდე ტრამპს სტარმერი ესაუბრა
18/03/2025 13:52:32 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. დღესვე კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისა და ტრამპის საუბარია დაგეგმილი უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე.
„პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შესახებ აცნობა. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
ასევე, პრესსპიკერის განცხადებით, მხარეებმა აშშ-ს მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშებიც განიხილეს.