
ამაღლობელი სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე 2 000 ლარით დააჯარიმა
18/03/2025 13:56:52 საზოგადოება
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარით.
მზია ამაღლობელს ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ. პროკურატურის მტკიცებით, მან პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის მხარის განცხადებით კი დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.
გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში. "მონებო" - სკანდირებდნენ დამსწრეები.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S