„ლუფთანზა“ კორონავირუსის გამო ფრენების შემცირებას გეგმავს

28-02-2020 23:58:53 ეკონომიკა ,მსოფლიო

გერმანული ავიაკომპანია „ლუფთანზა“ ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) გამო მოკლე და საშუალო მანძილზე ფრენების შემცირებას გეგმავს.

„უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოკლე და საშუალო მანძილზე ფრენების რაოდენობა დაახლოებით 25%–ით შემცირდება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ „ლუფთანზამ“ მიუნხენი–თბილისის რეისი გააუქმა. „აქცენტს“ ხსენებული ფაქტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ „კომპანიას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები