19-03-2025 18:28:26 ევროპა
სერბეთის მთავრობა გადადგა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იანვარში მიიღო, თუმცა სერბეთის პარლამენტმა მისი მთავრობის გადადგომას ოფიციალურად 19 მარტს დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რამდენიმე კვირაა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, თუ პრემიერის გადადგომის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება მომდევნო 30 დღის მანძილზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივნისში ჩაინიშნება.
სერბეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.