
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მორიგი შეხვედრა ჯიდაში 23 მარტს გაიმართება
19/03/2025 15:00:29 მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამბობს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა კვირას, 23 მარტს ჯიდაში განახლდება.
Fox News-თან ინტერვიუში, მას მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დეტალები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები საჭიროებს დეტალების დაზუსტებას, რასაც კვირას განიხილავენ.
19 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.