
ლიეტუველი უფლებადამცველი: საქართველოში არ შემომიშვეს
20/03/2025 07:06:16 საზოგადოება
ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ მომუშავე შვედური ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევორპის რეგიონული დირექტორია, აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.
„ზუსტად 15 წლის შემდეგ ჩემს საყვარელ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მომცეს“,– წერს ასკეროვა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, იგი ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნეს უკან.
„ეს ცხადად აჩვენებს, თუ სად იმყოფება ახლა ქვეყანა“, - წერს იგი.
რეგინა ეგოროვა-ასკეროვამ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საზღვარზე გადაცემული დოკუმენტი, სადაც საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზი დაუზუსტებელია - მითითებულია „სხვა მიზეზი“.
2024 წლის ივლისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის პრაქტიკასთან დაკავშირებით „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ "კანონის ეს ნორმა ნორმა მუდმივად ხდება კრიტიკული ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის, მკვლევრებისთვის, პოლიტიკოსებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021