
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთს ამარცხებს
20/03/2025 17:55:40 საზოგადოება
ერევანში ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქეს 2:0 ამარცხებს.
მატჩის 33-ე წუთზე სომხეთის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, ხოლო 37-ე წუთზე – გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორმატჩიანი დუელის შემდეგ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზეა“ დაგეგმილი.