
რუსთაველზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება, გამზირი კვლავ გადაკეტილია
20/03/2025 18:13:08 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
პროტესტის 113-ე დღესაც დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამ დროის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, ახორციელებს და ასევე აქვს დაანონსებული. დაანონსებული ცვლილებები ეხება უშუალოდ მედიასაც.