
გიორგი მიქაუტაძემ ანგარიშის სხვაობა 3 ბურთამდე გაზარდა
20/03/2025 18:18:05 საზოგადოება
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს 3:0-ს ამარცხებს.
გიორგი მიქაუტაძემ ანგარიშის სხვაობა 3 ბურთამდე გაზარდა.
მატჩის 33-ე წუთზე სომხეთის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, ხოლო 37-ე და 59 -ე წუთზე – გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზეა“ დაგეგმილი.