Accentnews.ge
ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას განათლების დეპარტამენტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ

ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას განათლების დეპარტამენტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ

21/03/2025 05:32:21 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას განათლების დეპარტამენტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ.

როგორც Reuters იუწყება, ეს გადაწყვეტილება ტრამპის საარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო.

"დადგენილება განათლების სექტორის თითქმის სრულ კონტროლს გადასცემს სახელმწიფოებსა და ადგილობრივ საბჭოებს. სააგენტოს სრული დახურვისთვის საჭირო იქნება აშშ-ის კონგრესის შესაბამისი აქტი, რისთვისაც ტრამპს არ ექნება საკმარისი ხმა კანონმდებლებისგან", იტყობინება Reuters.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ დეპარტამენტის ლიკვიდაცია გააუმჯობესებს სტუდენტების ტესტირების შედეგებს და დაზოგავს ფულს, მაგრამ დემოკრატები და ამ ნაბიჯის სხვა ოპონენტები თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება ყველაზე დაუცველ სტუდენტებს დააზარალებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S