Accentnews.ge
რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა

რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა

21/03/2025 11:06:11 მსოფლიო

რუსების მიერ ოდესის დაბომბვის დროს ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი იმყოფებოდა.

ოდესის რეგიონული გუბერნატორის ოლეგ კიპერის თქმით, პაველმა ოდესის შავი ზღვის პორტი მოინახულა.

"აღსანიშნავია, რომ მტრებმა ჩვენი შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ მიიტანა მასიური შეტევა ოდესის რეგიონზე. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება მსოფლიოსთვის: ომი ისევ ძალაშია და უკრაინა აგრძელებს ბრძოლას" – წერს კიპერი Telegram-ზე.

რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში 21 მარტის დილას მიიტანა. უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 მოზარდი, ქალაქში რამდენიმე ხანძრის კერა გაჩნდა - ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს, მაღაზიებს, მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S