პარლამენტთან ხმაური იყო, დააკავეს დემონსტრანტები (ვიდეო)

21-03-2025 20:16:12 საზოგადოება

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან, სადაც სტუდენტები აქციას მართავენ, ხმაური იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი ახალგაზრდა - სეუ-ს ორი სტუდენტი გოგონა და ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პოლიციასთან კომუნიკაციას ცდილობდა.

ფაქტს შეესწრო პროტესტის მონაწილე, მსახიობი ეკა დემეტრაძეც, რომელმაც მოვლენათა ნაწილის გადაღება შეძლო.

მისი მონათხრობის მიხედვით, ახალგაზრდები პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი უფლებაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

"ორი სკამი ყოფილა კრიმინალი",- თქვა დემეტრაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები