Accentnews.ge
ადვოკატი: ტომოგრაფიით დასტურდება, რომ პროგრესირებს ჩეჩინის დაავადება, თუმცა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა სასამართლომ

ადვოკატი: ტომოგრაფიით დასტურდება, რომ პროგრესირებს ჩეჩინის დაავადება, თუმცა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა სასამართლომ

21/03/2025 16:46:40 საზოგადოება

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულისთვის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის ანტონ ჩეჩინის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ მისი ჯანმრთელობის მდომარეობის გათვალისწინებით. ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ დაკავებულის დაავადება პროგრესირებს.

"მითითებულია სხვადასხვა გამოკვლევები, მათ შორის ტომოგრაფიის პასუხები, შესაბამისი დასკვნა და შედარებულია წინა ტომოგრაფიის დასკვნასთან, რომელიც ჩატარდა მაისის თვეში და აშკარად პროგრესირებს ის დაავადება, რაც ამ ადამიანს სჭირს. ეს გარემოება უნდა გამხდარიყო სასამართლოს მხრიდან იმის საფუძველი, რომ გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა, გირაოს ნაწილს ვგულისხმობ, თუმცა სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა სასამართლომ",- ამბობს ჩეჩინის ადვოკატი.

26 წლის ანტონ ჩეჩინი სახლთან 2024 წლის 3 დეკემბერს დილის საათებში იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურში მიდიოდა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატი პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებს და ამბობს, რომ არ არსებობს ნეიტრალური მოწმე. ის აღნიშნულ საქმეს ახალგაზრდის დემონსტრაციებში მონაწილეობას უკავშირებს.

ჩეჩინი საქართველოში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ის რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში. ის რუსეთში რამდენჯერმე დააკავეს, რის შემდეგაც რამდენიმე სხვა დემონსტრანტთან ერთად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც დაადგინა ანტონ ჩეჩინის უფლებების დარღვევა და რუსეთის ფედერაციას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ ანტონ ჩეჩინმა ქართველი ცოლი მოიყვანა და რუსთაველზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე იდგა. ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა.

„ანტონ ჩეჩინი უკანონოდ დააკავეს 18 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც, თუმცა რაიმე სამართლებრივი გაგრძელება აღნიშნულს არ მოჰყოლია. დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მუქარას, რათა შეეწყვიტა ანტონს დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება“, - ამბობს ადვოკატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S