Accentnews.ge
პენტაგონმა საქართველოსთვის დამატებით Javelin-ების მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა

პენტაგონმა საქართველოსთვის დამატებით Javelin-ების მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა

01/03/2020 06:43:14 თავდაცვა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ რიგი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა Javelin-ის შეკვეთაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა.

პენტაგონის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიებმა Raytheon-მა და Lockheed Martin-მა 18,4 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთა მიიღეს ავსტრალიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, ინდონეზიის, ირლანდიის, იორდანიის, ლიეტუვის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, ომანის, ყატარის, თურქეთის, უკრაინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის.

კონტრაქტის მიხედვით, შეკვეთილი Javelin-ის სისტემების დამზადება მიმდინარე წლის 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს უკვე აქვს შეძენილი აშშ-ისგან Javelin-ები. საქართველოსთვის ამ იარაღის მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება აშშ-მა 2017 წელს მიიღო. 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ აშშ-ისგან Javelin-ების ყველა პარტია მიღებულია.

Javelin არის ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, რომელიც, სხვა ტანკსაწინააღმდეგო იარაღისგან განსხვავებით, საშუალებას იძლევა, რაკეტამ გასროლის შემდეგ დამატებითი მართვის გარეშე თავად მოძებნოს სამიზნე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S