Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ 14 წელი მიუსაჯა ნადიმ ხმალაძეს

რუსულმა სასამართლომ 14 წელი მიუსაჯა ნადიმ ხმალაძეს

24/03/2025 14:46:40 პოლიტიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ, უკრაინის მხარეს მებრძოლ 60 წლის ქართველ ჯარისკაცს – ნადიმ ხმალაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

რუსული პროპაგანდისტული „ტასის“ ცნობით, ხმალაძე უკრაინაში ჩავიდა 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში, სადაც გაიარა წვრთნები; შემდეგ კი სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში ქალაქ ირპენში, გოსტომელში, ბუჩაში, კიევის ოლქში, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S