ჩეხეთში, საბრძოლო მასალის ქარხანაში აფეთქება მოხდა

25-03-2025 16:29:54

ჩეხეთში, ქალაქ პოლიჩკასთან ახლოს, საწყობში ასაფეთქებელი ნივთიერება ტრინიტროტოლუოლის (TNT) აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

აფეთქება სამშაბათს დილით მოხდა. საწყობი იჯარით აქვს აღებული ჰოლდინგურ კომპანია STV Invest-ს. როგორც სააგენტო CTK იტყობინება, STV Group-ის ქარხანა პოლიჩკაში აწარმოებს მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალას, ახორციელებს სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებას და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას.

მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი გახდა „ერთ-ერთ საამქროში წარმოების ტექნოლოგიის დარღვევა“.

2014 წელს ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში საბრძოლო მასალის საცავებში აფეთქებების ორი სერიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, Imex Group-ის თანამშრომლები. 2021 წლის გაზაფხულზე, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, ჩეხეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია დანაშაულში ეჭვმიტანილების შესახებ- ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები