25-03-2025 16:42:49 კავკასია
25 მარტს რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ორი აფეთქება მოხდა.
პირველი აფეთქება ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოხდა. თავდაპირველი იყო ვერსია ბუნებრივი აირის გაჟონვის თაობაზე, თუმცა მოგვიანებით ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კორპუსი არ იყო სრულად დასახლებული და გაზი არ მიეწოდებოდა.
აფეთქების შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
პირველი შემთხვევიდან დაახლოებით ერთ საათში აფეთქება მოხდა შამილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 2 ადამიანი.
არც ერთი აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.