25-03-2025 21:39:22 მსოფლიო
რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ,- იტყობინება თეთრი სახლი.
შეხვედრები საუდის არაბეთში 23-25 მარტს გაიმართა. თეთრმა სახლმა უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით ორი განცხადება გამოაქვეყნა.
უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები ერთგული რჩება, დახმარება გაწიოს ომის ტყვეების გაცვლის მისაღწევად, დაკავებული სამოქალაქო პირების გასათავისუფლებლად და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად”.
რუსეთთან დაკავშირებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “შეერთებული შტატები დახმარებას გაწევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზრობაზე რუსეთის წვდომის აღდგენაში, საზღვაო სადაზღვევო ხარჯების დაწევაში, და მსგავსი ტრანზაქციებისთვის პორტებისა და საგადასახადო სისტემებისადმი წვდომის გაფართოებაში”.
ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან შეთანხმდნენ ტრამპი-ზელენსკისა და ტრამპი-პუტინის შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რომ “აიკრძალოს რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები”.
განცხადების თანახმად, აშშ-უკრაინა, ისევე როგორც აშშ-რუსეთი, მიესალმებიან მესამე ქვეყნების სასარგებლო სერვისებს, რომელთა ხედვაში იქნება ენერგეტიკისა და საზღვაო შეთანხმებების იმპლემენტაციის მხარდაჭერა.
გარდა ამისა, აშშ-უკრაინა და აშშ-რუსეთი “გააგრძელებენ მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის მუშაობას”.