26-03-2025 10:21:22 საზოგადოება ,ეკონომიკა
დღეიდან, 26 მარტიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრო 2024“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაცია დაიწყო.
როგორც სებ-ში აღნიშნავენ, სიმბოლურია, რომ მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფას-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო – 1 500-იანი, ხოლო ვერცხლი – 10 000-იანი ტირაჟით), ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად გამოუშვა.
მონეტების დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინერი-ბაჩო ლაგვილავა), ხოლო მონეტების მწარმოებელი ლიეტუვის ზარაფხანაა.
რა ღირს მონეტები
როგორ შეიძლება მონეტების შეძენა
ვერცხლის და ოქროს მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:
ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელია 2025 წლის 26 მარტის 10:00 საათიდან:
„იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდა შეზღუდვა – ერთ მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს არაუმეტეს ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტა. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:
თუ ერთი მომხმარებლის მიერ tkt.ge-ის ვებგვერდზე მოხდება მონეტის ერთზე მეტი ერთეულის შეძენა, გაუქმდება ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ერთზე მეტი ყველა შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურების საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
tkt.ge-ის ვებგვერდზე მონეტების შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: support@tkt.ge , ტელ: 032 2 19 55 77.
საკასო ცენტრი – მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00). ტელ: 032 2 406 406
ყვარლის ფულის მუზეუმი – მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები – მიმდინარე კვირის 26 მარტიდან – 31 მარტის ჩათვლით. ხოლო მომდევნო კვირიდან სტანდარტულ რეჟიმში ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00). ტელ: 032 2 296 604
მონეტების დიზაინში ასახული თითოეული დეტალი აღებულია ეროვნული ნაკრები გუნდების ბრენდბუქიდან.