Accentnews.ge
სასამართლომ "რადიო თავისუფლების" დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა

სასამართლომ "რადიო თავისუფლების" დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა

26/03/2025 07:12:20 მსოფლიო, საზოგადოება

შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა, - იუწყება დასავლური მედია.

სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.

თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.

15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე USAGM–მა „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა. 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S