Accentnews.ge
მედია: მექსიკასთან საზღვარს ამერიკელი სამხედროები გააკონტროლებენ

მედია: მექსიკასთან საზღვარს ამერიკელი სამხედროები გააკონტროლებენ

26/03/2025 13:11:24 მსოფლიო

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში ასობით სამხედრო ქვეყნის სამხრეთ საზღვრის მეთვალყურეობას დაიწყებს,- იტყობინება Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროების ცნობით, გეგმა მომდევნო დღეების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებს საზღვრის სიახლოვეს შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანების განლაგებასა და ღამის ხედვის სადაზვერვო უნარების გამოყენებას ავალებს, რათა მიმდებარე ტერიტორიები გაკონტროლდეს. ამასთანავე, სამხედროები საზღვარზე ფეხით პატრულირებასაც შეძლებენ.

Politico წერს, რომ საზღვარზე Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების პირველად განლაგებით ახალი ფაზა დაიწყება ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევაში, რომ მიგრანტების დასაკავებლად ქვეყნის არმია გამოიყენონ.

ამ დროისთვის ტეხასისა და არიზონის შტატებში უკვე 9 000-მდე მოქმედი სამხედროა გაგზავნილი, რომლებიც საზღვარზე ძირითადად ლოჯისტიკურ და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდნენ. ახალი გეგმის ფარგლებში სამხედროები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საზღვრის გაკონტროლებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S