Accentnews.ge
რუტე: ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება NATO-ს მოკავშირეებზე თავდასხმაზე

რუტე: ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება NATO-ს მოკავშირეებზე თავდასხმაზე

26/03/2025 15:48:38 მსოფლიო

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ალიანსი "გამანადგურებელი დარტყმით" უპასუხებს რუსეთის მიერ პოლონეთსა ან სხვა მოკავშირეზე თავდასხმას.

"თუ ვინმე არასწორად თვლის და ფიქრობს, რომ შეუძლია პოლონეთზე ან სხვა მოკავშირეზე თავდასხმის შემდეგ დაუსჯელი დარჩეს, მას ალიანსის მთელი ძალა დახვდება". - განუცხადა რუტემ ვარშავაში ვიზიტისას ჟურნალისტებს.

"ჩვენი რეაქცია იქნება გამანადგურებელი. ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი ვლადიმირ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს". - თქვა გენერალურმა მდივანმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს თვალწინ იცვლება, ეს ადასტურებს, რომ NATO ვალდებულია, პოლონეთი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში დაიცვას". - თქვა, თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S