26-03-2025 23:46:48 ევროპა
საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს (2,15 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს.
"დღეს შემიძლია გამოვაცხადო 2 მილიარდი ევროს დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზში.
მაკრონმა დასძინა, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები არის ახალი სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც კიევს მიეწოდება.