
რუტემ დაადასტურა, რომ ლიეტუვეში ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
26/03/2025 19:51:33 მსოფლიო
ლიეტუვაში ინციდენტის შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა.
"ეს ჯერ კიდევ ახალი ამბავია, ამიტომ დეტალები არ ვიცით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად საშინელი ამბავია, ჩვენი ფიქრები ოჯახებთან და ახლობლებთანაა”, - განაცხადა რუტემ.
მანამდე მედია წერდა, რომ პაბრადის პოლიგონზე, წვრთნისას გაუჩინარდა ოთხი ამერიკელი სამხედრო.
ლიეტუვის შეიარაღებული ძალების პრესრელიზის თანახმად, ინციდენტის დროს სამხედროები დაგეგმილ ტაქტიკურ სწავლებაში მონაწილეობდნენ.
იტყობინებოდნენ, რომ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ აშშ-ისა და ლიეტუვის სამხედროები, ლიეტუვის სამართალდამცავი ორგანოები და სხვა უწყებები.