ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

27-03-2025 10:28:47 საზოგადოება

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, – იუწყება “ინფო იმერეთი".

მისივე ცნობით, საფიჩხიაზე, ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდიდან მანქანა მდინარეში გადავარდა.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

როგორც “ინფო იმერეთი" იტყობინება, შემთხვევა შუაღამისას მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი ფოტო/ "ინფო იმერეთი"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები