Accentnews.ge
პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დროებითი საერთაშორისო მმართველობა უნდა დამყარდეს

პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დროებითი საერთაშორისო მმართველობა უნდა დამყარდეს

28/03/2025 06:36:43 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების ორგანოები არალეგიტიმურია. იგი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დროებითი გარე მმართველობა უნდა დამყარდეს. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ მან ატომური წყალქვეშა ნავის „არხანგელსკის“ მეზღვაურებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა, ქვეყნის კონსტიტუციით კი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს პრეზიდენტი ნიშნავს, ამიტომ თუ პრეზიდენტი არალეგიტიმურია, ლეგიტიმაცია არ აქვთ სხვებსაც. ამიტომ, გაუგებარია ვისთან უნდა მოეწეროს ხელი რაღაც დოკუმენტებს და რა ძალა აქვთ მათ, რადგან ხვალ არჩევნებით მოვლენ სხვა ხელმძღვანელები“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, "საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს გარე მმართველობის დამყარებას, მაგალითად, გაეროს ეგიდით და ასეთი პრეცედენტები არსებობდა აღმოსავლეთ ტიმორში, ახალ გვინეასა და ყოფილი იუგოსლავიის ნაწილებში":

"პრინციპში შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის ქვეყნებთან და რუსეთის „პარტნიორებთან და მეგობრებთან განხილული იყოს უკრაინაში ასეთი დროებითი მმართველობის შესაძლებლობა. დროებითი გარე მმართველობა საჭიროა, რათა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდეს მთავრობა, რომელსაც ხალხი ენდობა და მასთან დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს".

პუტინმა ისიც თქვა, რომ "მიესალმებიან უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას, მაგრამ არა რუსეთის ხარჯზე". მისივე განცხადებით, "რუსი სამხედროები ფრონტის მთელ ხაზზე სტრატეგიულ ინიციატივას ფლობენ და უკრაინის ჯარების საბოლოოდ განადგურება შეუძლიათ".

უკრაინის ხელისუფლებას პუტინის ამ განცხადებებზე რეაქცია ჯერ–ჯერობით არ ჰქონია.

ცნობისთვის: უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა გამართულიყო. ქვეყნის კანონმდებლობით, საომარი მოქმედებების დროს არჩევნები არ ტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S