Accentnews.ge
რუსეთი არქტიკაში სამხედრო წარმოდგენილობას აძლიერებს

რუსეთი არქტიკაში სამხედრო წარმოდგენილობას აძლიერებს

28/03/2025 07:08:30 მსოფლიო

რუსეთი არქტიკაში სამხედრო წარმოდგენილობას აძლიერებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მურმანსკში საერთაშორისო არქტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მან მოუწოდა რუსეთის მთავრობას, დააჩქაროს პოლარულ ზონაში საგარნიზონო ქალაქების მშენებლობა და განახლება.

"ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია რეგიონში ჩვენი სამხედრო კომპონენტის გაძლიერებასთან. აქ ჯარისკაცების რაოდენობა გაიზრდება. რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ნატო–ს ქვეყნები სულ უფრო ხშირად განიხილავენ შორეულ ჩრდილოეთს პლაცდარმად შესაძლო კონფლიქტებისთვის და ამ პირობებში სამხედრო ძალების გამოყენებას ცდიან. რეგიონში ასევე განლაგდებიან ნატო–ს ჯარები ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებთანაც ბოლო დრომდე არანაირი პრობლემა არ გვქონია", – განაცხადა პუტინმა.

იგი კვლავ ამტკიცებდა, რომ რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს:

"რუსეთი არავის ემუქრება".

კრემლის ლიდერმა ასევე განიხილა გრენლანდიის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება.

მისი თქმით, "ექსტრავაგანტური რიტორიკა ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული". თუმცა პუტინმა ეს საკითხი შეაფასა, როგორც ორმხრივი საკითხი დანიასა და აშშ-ს შორის, რომელიც, მისი თქმით, არ არის დაკავშირებული რუსეთთან.

ცნობისთვის: ფინეთი და შვედეთი ნატო–ს შეუერთდნენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S