Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა

28/03/2025 07:16:49 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქში დრონებით შეტევას აგრარული საწარმოს ტერიტორიაზე ნგრევა მოჰყვა. გარდა ამისა, ქალაქ დნეპრის რაიონში ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. კონკრეტულად რომელი, საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია არ ასახელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანებულია კერძო სახლები. დაშავდა ერთი ადამიანი.

პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით მასირებული შეტევა იყო სამრეწველო ზონაში მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე. ექვს სხვადასხვა ადგილზე დაზიანებულია საწყობები, ადმინისტრაციული შენობა და ერთ-ერთი საწარმოს ტრანსფორმატორი. 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძარი გამთენიისას ჩააქრეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, არავინ დაშავებულა.

უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთიც.

თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 28 მარტს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 78 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 32 - ვორონეჟის ოლქში, 19 - სარატოვის ოლქში, 17 - კურსკში, 6 - ბელგოროდის ოლქში, 2 - ლიპეცკში, 1 - როსტოვის ოლქში და 1 - ტამბოვში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S