Starlink-ი სომხეთშიც ამოქმედდა

28-03-2025 15:23:46 კავკასია

სომხეთში კოსმოსური კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ქსელი - Starlink-ი ამოქმედდა.

სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის მხითარ ჰაირაპეტიანის განცხადებით, სწრაფი და საიმედო ინტერნეტით სარგებლობა უკვე ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის ყველაზე მიუდგომელი რეგიონებიდანაცაა შესაძლებელი.

ის ხაზს უსვამს, რომ შედეგი Starlink-თან თანამშრომლობის შედეგად დადგა:

„ეს არის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ინოვაციის ერთობლივ ხედვასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველასთვის“.

ქვეყნის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ დაპირება შეასრულა:

„Starlink-ის აბონენტებს შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბუნებაში, მთებში, ტყეებსა და მინდვრებში დარჩნენ დაკავშირებულნი სამყაროსთან და ბუნებასთან“.

კომენტარი გააკეთა ილონ მასკმაც:

„Starlink-ი ახლა უკვე სომხეთშიცაა! ჩვენი მიზანია, პლანეტის ნებისმიერი წერტილი დავაკავშიროთ სწრაფ ინტერნეტთან. მომავალი ციფრულია“.

ის ხაზს უსვამს, რომ Starlink-ის მისია არა მხოლოდ ურბანული, არამედ ყველაზე მიყრუებული ადგილების ციფრულ სამყაროში ინტეგრაციაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები