29-03-2025 16:38:32 მსოფლიო
ნიუ-იორკში მოსამართლემ 21 დღით დაბლოკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა ამერიკის ხმის დახურვისთვის თაობაზე, იუწყება The New York Times.
სარჩელი მედიაორგანიზაციის თანამშრომლებმა და პროფკავშირებმა შეიტანეს. მათი თქმით, ხელისუფლების ქმედებები არღვევს ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას.
როგორც Reuters აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოითხოვს მაუწყებლობის განახლებას, თუმცა საქმის დასრულებამდე თანამშრომლების გათავისუფლებას კრძალავს. სასამართლო დაადგენს, იყო თუ არა „თვითნებური“ „ამერიკის ხმის“ დახურვა.
თეთრი სახლის ქმედებების წინააღმდეგ ცალკე სარჩელი შეიტანა ამერიკის ხმის დირექტორმა მაიკლ აბრამოვიცმა.
მარტის შუა რიცხვებში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას შვიდი ფედერალური სააგენტოს საქმიანობისა და დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM), რომელიც ზედამხედველობს ამერიკის ხმას, რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და რიგი სხვა მედია საშუალებებს.
ტრამპის ბრძანების შემდეგ, ამერიკის ხმა დაიხურა და USAGM-მა აცნობა პროფკავშირებს 600-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების გეგმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
რადიო თავისუფლება ასევე აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას USAGM-თან კონგრესის მიერ 2025 წლის საბიუჯეტო წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.