
სიკორსკი: უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია კარგად აღჭურვილი არმიაა
30/03/2025 19:41:55 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია მისი არმიაა.
„უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე დიდი, საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია. ჩვენს მხარეს არის ყველაზე დიდი არმია ევროპაში და მას აქვს ამ ახალი ტიპის ომის წარმოების გამოცდილება მილიონობით უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით“, - თქვა სიკორსკიმ.
სიკორსკიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის შეხვედრაზე, რომელიც გასული კვირის ხუთშაბათს პარიზში გაიმართა. მისი თქმით, „პოლონეთი იქნება ამ კოალიციაში, მაგრამ თავად უკრაინაში ფიზიკურად წარმოდგენილი არ იქნება“.
"ამ მოლაპარაკებების სხვადასხვა გამოძახილი არსებობს, როგორც დიდ ბრიტანეთში შტაბ-ბინის წარმომადგენლების დონეზე, ასევე პარიზში პოლიტიკურ დონეზე. ეს კონცეფციები ჯერ კიდევ კოორდინაციის ეტაპზეა", - აღნიშნა სიკორსკიმ.