Accentnews.ge
საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა

საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა

31/03/2025 08:07:06 ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ია.

საქსტატის ცნობით, საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ თებერვალში 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.7%-ით არის გაზრდილი.

"2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ენერგეტიკა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S