Accentnews.ge
რუსი მსახიობი კრემლის პროპაგანდისტულ ფილმში “აგვისტო. რვა” მონაწილეობას ნანობს

რუსი მსახიობი კრემლის პროპაგანდისტულ ფილმში “აგვისტო. რვა” მონაწილეობას ნანობს

02/03/2020 10:30:58 კონფლიქტები

რუსი მსახიობი ანატოლი ბელი კრემლის პროპაგანდისტულ ფილმში “აგვისტო. რვა” მონაწილეობას ნანობს.

ეს პოზიცია მან ტელეარხ RTVi-სთან ინტერვიუში დააფიქსირა.

“[…] ვნანობ, რომ გადაღებებში ვმონაწილეობდი. ეს იმხანად ჩემი სრული პოლიტიკური სიბრმავისა და უვიცობის ბრალია. იმ პერიოდში საერთოდ არ მესმოდა, რა ხდებოდა. - საქართველო, აფხაზეთი, რუსეთი... პოლიტიკურად ინფანტილური ვიყავი და ამით ბევრი დავკარგე: მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებებში ვეღარ ვმონაწილეობ, ყოველ შემთხვევაში, გაკრვეული პერიოდის განმავლობაში ასე იყო და თუ სადღეისოდ რაიმე შეიცვალა, - არ ვიცი. იყო ორი პროექტი, რომელთა გადაღებაც საქართველოში უნდა ჩატარებული, თუმცა მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ იმ ქვეყანაში ჩასვლის უფლება არ მაქვს, რადგან საქართველოს “შავ სიაში” ვყავარ შეყვანილი. ჩემთვის ეს გაკვეთილი იყო: მას შემდეგ გულდასმით ვაკვირდები სცენარებს, დავთანხმდე თუ არა” – განაცხადა მსახიობმა.

ცნობისთვის: 2012 წელს გამოსული ფილმი “აგვისტო. რვა” კრემლის დაკვეთითა და დაფინანსებით ჯანიკ ფაიზიევის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ფილმია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის თაობაზე. ფილმი მოგვითხრობს მარტოხელა დედის ისტორიას, რომელმაც ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე 7 წლის შვილი მამასთან ცხინვალში გაუშვა.

ანატოლი ბელიმ ფილმში პრეზიდენტის მრჩევლის როლი შეასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S