Accentnews.ge
კიევში გერმანიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

კიევში გერმანიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

01/04/2025 08:41:11 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერბოკმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ჩიხური სიტუაციის გამო ევროპელებმა უნდა აჩვენონ, რომ უკრაინას დღეს მხარს უჭერენ ისე, როგორც არასდროს, ყოველგვარი „თუ-ს" და „მაგრამ-ის“ გარეშე.

მისივე თქმით, უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის სურს და უკრაინა მზად არის, ცეცხლის დაუყოვნებლივ შესაწყვეტად, პუტინს კი მშვიდობა არ სურს, დროის მოგებას ცდილობს და მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის იმიტაციას მიმართავს.

ბერბოკის განცხადებით, ნატო–ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება, ამერიკულ მხარეს ეტყვიან, რომ მონაწილეობა არ უნდა მიიღონ პუტინის გაჭიანურების ტაქტიკაში.

გარდა ამისა, კიევში ჩასვლისას ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 130 მილიონ ევროს გადასცემს.

ეს მინისტრის სტატუსით უკრაინაში მისი რიგით მეთერთმეტე ვიზიტია და მეცხრეა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

დღეს კიევს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისიც ეწვია.

„ჩვენ თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში თქვენს გვერდით დგომას გავაგრძელებთ. ლიეტუვა ევროკავშირის შემადგენლობაში ძლიერ, მდგრად და წარმატებულ უკრაინას მხარს უჭერს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S