Accentnews.ge
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მასკმა DOGE-ში მოღვაწეობა მაისის ბოლოს დაასრულოს და ბიზნესს დაუბრუნდეს

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მასკმა DOGE-ში მოღვაწეობა მაისის ბოლოს დაასრულოს და ბიზნესს დაუბრუნდეს

02/04/2025 05:59:40 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკს საშუალება ექნება დაუბრუნდეს ბიზნესს მას შემდეგ, რაც ამოიწურება მისი, როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელისთვის განსაზღვრული ვადა. ტრამპის თქმით, ეს შეიძლება, მოხდეს მაისის ბოლოს, როდესაც მასკის საჯარო სამსახურის ვადა დასრულდება.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, თავად მასკს, რომელიც ხელმძღვანელობს Tesla-ს და SpaceX-ს, ასევე სურს ბიზნესში დაბრუნება.

„მე შევინარჩუნებ მას იქამდე, ვიდრე შემიძლია მისი შენარჩუნება. ის განსაცვიფრებელია. იცით, მე მიყვარს ძალიან ჭკვიანი ხალხი. ის ძალიან ჭკვიანია და კარგი საქმე გააკეთა. რაღაც მომენტში ილონს მოუნდება თავის კომპანიაში დაბრუნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„ეფექტიანი მართვის დეპარტამენტი" (DOGE), რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს, ფედერალური საშტატო პერსონალის და ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზე მუშაობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S