
კორონავირუსის გამო შესაძლოა, ოპოზიციის მიტინგი გადაიდოს
02/03/2020 11:35:20 საშინაო პოლიტიკა
ახალი ტიპის კორონავირუსის გამო შესაძლოა, თბილისში 4 აპრილისთვის დაგეგმილი ოპოზიციის მიტინგი გადაიდოს. ამის შესახებ ერთ–ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
“დავაკვირდებით და ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა და დასტაბილურდა ვითარება ან მით უმეტეს, თუ გაუარესდა, განვიხილავთ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას”, – განაცხადა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში.
ცნობისთვის: ოპოზიცია 4 აპრილს თბილისში მასშტაბურ აქციის გამართვასა და სამომავლო გეგმების წარდგენას გეგმავს.