
განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
02/03/2020 11:38:59 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ირინა აბულაძე სოციალურ ქსელში წერს, თუმცა იგი გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს.
ირინა აბულაძე განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წლის ივლისში დაინიშნა.