ირკუტსკში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა

03-04-2025 14:24:04 მსოფლიო

2 აპრილის ღამეს რუსეთში, ირკუტსკის ოლქში Ту-22М3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი დაგეგმილი ფრენის დროს ჩამოვარდა.

როგორც იტყობინებიან, ეკიპაჟის ოთხმა წევრმა კატაპულტირება მოასწრო, ერთი პილოტი დაიღუპა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

ბომბდამშენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

Ту-22М-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელსაც ბირთული იარაღის გადატანაც შეუძლია, ირკუტსკის ოლქში 2024 წლის აგვისტოშიც ჩამოვარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები