
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
03/04/2025 10:27:38 პოლიტიკა, საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის პროცესის პარალელურად მაუწყებლის ახალი შენობის გარეთ - თბილისში, პოლიტკოვსკაიას #31-ში აქცია იმართება.
ვასილ მაღლაფერიძე საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო - ის ბონდო მძინარაშვილმა დაასახელა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით მოხვდა სამეურვეო საბჭოში.
მაღლაფერიძე რვა ხმით აირჩიეს. მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა სამეურვეო საბჭოს დანარჩენმა სამმა წევრმა: ლაშა ტუღუშმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ და ზაზა აბაშიძემ.
მაღლაფერიძე გასული სამი წლის განმავლობაშიც იკავებდა მსგავს თანამდებობას. სწორედ მის მიმართ გააჟღერეს თანამშრომლების ნაწილმა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ეჭვები.
დაახლოებით ორი კვირის წინ, 21 მარტს სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით იმსჯელა იმ რამდენიმე თანამშრომლის (ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის) განცხადებებზე, რომლებიც აკრიტიკებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას. საბჭოს წევრებმა (ვასილ მაღლაფერიძე, გია მურღულია, გიორგი კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზებელა ოსიპოვა, გიორგი იაკობაშვილი, სოსო სტურუა) პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021