
დანია უკრაინას €871-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
03/04/2025 14:50:28 მსოფლიო
დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა უკრაინისთვის რიგით 25-ე სამხედრო დახმარების პაკეტზე კონსულტაციები გამართა.
დანიის ხელისუფლება უკრაინას €871-მილიოინიან სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
უკრაინა პაკეტს 2025-2027 წლების განმავლობაში, ეტაპობრივად მიიღებს.
პაკეტი მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, არტილერიას და უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ფინანსურ დახმარებას.
"უსაფრთხოების საკითხები სწრაფად იცვლება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანიამ განაგრძოს უკრაინის მასშტაბური დახმარება", – თქვა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა.
თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლეკე რასმუსენმა თქვა, რომ "ევროპის მომავლისთვის უკრაინის უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს":
"იმედი მაქვს ჩვენი დახმარება სხვა მოკავშირეებისთვის მაგალითი გახდება".