Accentnews.ge
პოლონეთმა უკრაინას კიდევ 5 000 ერთეული Starlink Enterprise-ის ტერმინალი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას კიდევ 5 000 ერთეული Starlink Enterprise-ის ტერმინალი გადასცა

03/04/2025 21:16:42 მსოფლიო

პოლონეთმა უკრაინას დამატებით 5 000 ერთეული Starlink Enterprise-ის ტერმინალი გადასცა, რაც სამხედროების და კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის სტაბილური კავშირის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო იტყობინება.

სამინისტროს ცნობით, Starlink-ის ტერმინალები დაეხმარება კავშირის აღდგენას დეოკუპირებულ რეგიონებში, უზრუნველყოფს სკოლების, სამედიცინო და სოციალური დაწესებულებების, ენერგოკომპანიებისა და სამხედროების მუშაობას.

როგორც უწყება აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, უკრაინამ ჯამში უკვე 50 000-ზე მეტი ტერმინალი მიიღო, მათ შორის ყველაზე მეტი - 29 500 პოლონეთისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S