Accentnews.ge
წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

03/06/2019 07:38:55 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 % შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3 %–ს აღემატება.

წლიურად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 %–ით, მათ შორის:

ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 33.7 %–ით, 

თევზეულზე – 13.5 %–ით,

პურსა და პურპროდუქტებზე – 11.6 %–ით,

ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 7.2 %–ით,

ასევე მინერალურ წყლებზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე – 4.8 %–ით.

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე 19.9 პროცენტით.

ერთ წელიწადში ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე  – 44.6 %–ით: 

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 4.4 %–ით,

სატრანსპორტო მომსახურებაზე – 1.6 %–ით,

გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე – 6.4 %–ით,

სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასადა მოწყობილობაზე – 4.5 %–ით:

ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე – 2.9 %–ით,

საავადმყოფოების მომსახურებაზე – 1.6 %–ით. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S