
ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო საზღვარს დროებით ხსნის
02/03/2020 16:30:13 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ოკუპირებული ტერიტორიიდან გასული ახალგორელებისთვის, რომელთაც შინ დაბრუნება სურთ, გამშვები პუნქტი "რაზდახანი" (ოსური სახელწოდება) დროებით გახსნას, თუმცა დაბრუნებულებს საკარანტინო რეჟიმში მოათავსებს. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუყწყება.
მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში შესვლა მსურველებს წინასწარ შედგენილი სიების მიზედვით შეეძლებათ.
ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მოტივით ცხინვალის რეჟიმმა დე ფაქტო საზღვარზე ყველა გადასასვლელი 27 თებერვალს ჩაკეტა.
მათგან ძირითადი - ე.წ. "რაზდახანის" გამშვები პუნქტი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემებრში, მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც ქართულმა მხარემ სოფელ წნელისის მიდამოებში ახალი საპოლიციო საგუშაგო განათავსა. მას შემდეგ იგი მხოლოდ ერთხელ გახსნეს - პენსიონერებისთვის, რომლებიც 10 დღით ნათესავების სანახავად და პენსიების ასაღებად გადმოუშვეს.