Accentnews.ge
სკანდალი “უკრაინის ხმაში”: მონაწილე ”აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად” გამოაცხადეს

სკანდალი “უკრაინის ხმაში”: მონაწილე ”აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად” გამოაცხადეს

02/03/2020 17:45:21 კონფლიქტები

გამოაცხადესპოპულარულ მუსიკალურ შოუ “უკრაინულ ხმაში” სკანდალია” ერთ-ერთი მონაწილე – ანჟელა კანსუზიანი “აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად” გამოაცხადეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ალექსანდრე ვოიტმა გაავრცელა და აღშფოთება გამოხატა:“სიტყვები არ მყოფნის…. ქართულ :ხმაში” რომ ვინმეს რომელიმე მონაწილე “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლად” გამოეცხადებინა, როგორი რეაქცია ექნებოდა უკრაინას?!” - წერს ვოიტი.

მისივე ინფორმაციით, ტიტრებში აფხაზეთი “ქვეყნად” იყო მოხსენიებული და აფხაზური დროშაც იყო ნაჩვენები. ამასთან, სხვა მონაწილეების წარდგენისას ასახელებდნენ მხოლოდ ქალაქებს, საიდანაც ისინი შოუზე იყვნენ ჩასულები და არა ქვეყნებს.ამ ფაქტს სოციალური ქსელის უკრაინულ ჯგუფებში ფართო ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

ირკვევა, რომ ტელეარხ “1+1”-ის ეთერში, სადაც ეს შოუ გადაიცემა, სკანდალი ცოტა ხნის წინაც იყო: მისი პროდიუსერის მიმართ საქმეც აღიძრა მას შემდეგ, რაც მან უკრაინული ენის შესახებ რიგი არაკორექტული მოსაზრებები დააფიქსირა.

განახლება

ტელეარხი “1+1” მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც შეცდომის გამო ბოდიშს იხდის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია”.

«ტელეარხი არანაირად არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ არაკორექტული ინფორმაცია ეთერში მოხვდა და სრულად აღიარებს თავის შეცდომას, რომელიც უყურადღებობით იყო გამოქვეული. ტელეარხი “1+1” ოფიციალურად აცხადებს, რომ ამ სიტუაციას არანაირი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი კონტექსტში არ ჰქონია. ინტერვიუს ჩაწერის დროს თავად მონაწილემ განაცხადა, «აფხაზეთიდან ჩამოვედიო”.ეს, რა თქმა უნდა, არაკორექტული ინფორმაციის ეთერში მოხვედრას ვერ ამართლებს. ჩვენ სრულად ვაღიარებთ შეცდომას. თანამშრომლებს, რომლებმაც ეს დაუშვეს, მკაცრი დისციპლინარული ზომები ელით” – ნათქვამია არხის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S