
მედია: ირანის უზენაესმა ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები საომარ მზადყოფნაში მოიყვანა
07/04/2025 05:25:55 მსოფლიო
ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაში მას შემდეგ მოიყვანა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, - იუწყება Reuters ირანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
"მარტის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს. ამ ფონზე ირანმა უარყო ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ სურს, გააგრძელოს ომანის შუამავლობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები", – იტყობინება Reuters წყაროზე დაყრდნობით.
"ირანმა ერაყში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კატარში,თურქეთსა და ბაჰრეინში შეტყობინებები გაგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმის ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის ვაშინგტონისთვის საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის დათმობა, მტრულ აქტად ჩაითვლება. ირანის გზავნილში ნათქვამია, რომ ასეთ ქმედებას სერიოზული შედეგები მოჰყვება", – განუცხადა წყარომ გამოცემას