
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სააკაშვილის შტაბი გაიხსნა
02/03/2020 17:51:42 საშინაო პოლიტიკა
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნა. მან მხარდამჭერებს „სკაიპით“ მიმართა.
„ვამზადებთ ხმების დათვლის სულ სხვა სისტემას, ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვადასხვა კუთხით მომზადებულები, ასევე გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რომ „კარუსელები" გავაჩეროთ. ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებებს იძლევა. გვექნება მოსყიდვის საწინააღმდეგო სერიოზული სისტემები. [...] მოდით, თავი დავანებოთ პარტიულ განსხვავებებს იმიტომ, რომ მინდა, თუნდაც ამ ბიბლიოთეკაში ისხდნენ ადამიანები, ვინც დღე და ღამე მუშაობენ, რომელბსაც არ ექნებათ პარტიული მიკერძოება, იმუშავებენ იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდგომ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს!", - განაცხადა სააკაშვილმა.