ამინდის 8–10 აპრილის პროგნოზი

07-04-2025 15:48:00 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8–დან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი.

მისივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები