შვილის ჭიდაობისას, ტრიბუნაზე მჯდომი მამა გულის შეტევით გარდაიცვალა
03/02/2020 06:29:07 საზოგადოება
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში, მაყურებელი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მისივე ცნობით, გოჩა მარიამიძეს გულის შეტევა მაშინ დაემართა, როდესაც მისი ვაჟი ნახევარფინალში ჭიდაობდა. ის შეხვედრა ლუკა მარიამიძის გამარჯვებით დასრულდა. შემთხვევა 29 თებერვალს მოხდა, დიღომში, „ნიუთბილისის“ ფრენბურთის დარბაზში.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს საქართველოს პირველობაზე ფინალები მეორე დღეს - 1 მარტს გაიმართა. ლუკას წესით გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღო, მაგრამ დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა. ფინალში სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ლუკა მარიამიძე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი წევრია. ახლა კი უკვე ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი.


