
NATO-ს ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის საუბარი
03/06/2019 08:15:40 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი, იუწყება BBC.
ალიანსის ახალი სტრატეეგია ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს: მოსკოვზე ზემოქმედების გაზრდა სანქციებისა და ბაზების მეშვეობთ; პოზიციების განმტკიცება შავ ზღვაში - „ის არ ეკუთვნის ერთ ქვეყანას“; დახმარების პაკეტები მოკავშირე სახელმწიფოებისთვის; კიბერსაფრთხესთან დაპირისპირება. ამ სტრატეგიის პირველ და მესამე პუნქტებში საუბარია საქართველოზე. კერძოდ, საქართველოსთვის მრავალმხრივი დახმარების აღმოჩენასა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე.